| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - RIXOS TBILISI-ის დასრულება კიდევ ერთხელ გადავადდა.
კომპანია City M-ს მთავრობამ ვალდებულების შესრულების ბოლო ვადად ამჯერად 2017 წლის 1 ოქტომბერი განუსაზღვრა. აქამდეც სასტუმროს გახსნა რამდენჯერმე გადავადდა. პირობის მიხედვით, ინვესტორს კომპლექსი 2016 წლის 1 ივნისამდე უნდა გაეხსნა და არანაკლებ 16 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო.
მთავრობის ახალი განკარგულებით, კომპანიამ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ანგარიშზე მოთხოვნისთანავე 250 000 ლარი უნდა გადარიცხოს, ამასთან, ვალდებულებების შესრულებისთვის 750 000 ლარის გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს. პირობების შესრულების სანაცვლოდ კომპანია პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდება.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ბოლოს საქართველო - ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ GBC-ს განუცხადა, რომ RIXOS TBILISI-ის მშენებლობაში $40 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება, საიდანაც1/3 ქართულ კომპანია City M-ს მფლობელების გარანტიის საფუძველზე, "საქართველოს ბანკმა" გამოყო, დანარჩენი თანხა ისრაელელმა ინვესტორებმა.
მისივე თქმით, სასტუმროში მხოლოდ ჭაღის ღირებულება, რომელიც ექსკლუზიურად RIXOS-ისთვის დამზადდა $1 მილიონია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss