| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში ელექტრომობილების დასამუხტმა 2 სადგურმა ფუნქციონირება დაიწყო.
სადგურები თბილისში, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან განთავსდა.
პროექტი კომპანია E –Space-ის ინიციატივითა და თბილისის მერიის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.
უკვე ცნობილია, რომ თბილისის მერია დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს. ქალაქში ელექტრომობილების რაოდენობის ხელშეწყობისთვის კი, უფასო პარკირების შეთავაზებასაც გეგმავს, რისთვისაც კომპანია „სითი პარკთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის სულ 50-მდე ელექტრომობილი დადის. საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ელექტრომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია.
2017 წლის ბოლომდე, საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობის გაზრდა 100-მდე იგეგმება.
ეტაპობრივად, სადგურები ავტობანებსა და რამდენიმე რეგიონშიც განთავსდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss