| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ცნობილი რითეილერი H&M საქართველოს ბაზარზე შემოდის.
შვედურმა Hennes & Mauritz -მა თავის ვებ-გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში პირველი მაღაზია 2017 წელს გაიხსნება.
„საერთაშორისო ბრენდმა, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხით და საუკეთესო ფასებით, უკვე მოაწერა ხელი საქართველოში პირველი მაღაზიის გახსნის შესახებ შეთანხმებას. დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გავრცელდება. H&M ასევე გეგმავს მაღაზიების გახსნას კოლუმბიაში, ისლანდიასა და ყაზახეთში” - ნათქვამია 7 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში არ არის აღნიშნული სად გაიხსნება ბრენდის პირველი მაღაზია, თუმცა ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრენდის შემოყვანაზე მოლაპარაკებებს "თანაინვესტირების ფონდი" აწარმოებდა და მაღაზია "გალერეა თბილისში" გაიხსნებოდა.
გარდა H&M-სა მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობდა სხვა ბრენდებთან, მათ შორისაა: Chanel Vecace; Yves Saint Laurent-ი; LOUIS VUITTON-ი; Miu Miu; Yōji Yamamoto, GUCCI და ბაზარზე ამ დროისთვის უკვე წარმოდგენილ პოპულარულ ბრენდებთან - Boss, Zara, Stradivarius; Massimo Dutti და Desigual, რომლის ბრენდული მაღაზია იყო „თბილისი მოლში“ და დაიხურა.
„გალერია თბილისი“ თანაინვესტირების ფონდის $77 მილიონიანი კომპლექსია, რომელიც თავისუფლების მოედანზე, ყოფილი ცენტრალური უნივერმაღის ტერიტორიაზე შენდება და 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss