ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოში Uber-like სერვისის დანერგვა განიხილება
16 ნოემბერი, 2016, 16:06
საქართველოში Uber-like სერვისის დანერგვა განიხილება

თბილისი (GBC) -  რუსულ „ტრანსსოფტს“ საქართველოში საავტომობილო გადაზიდვების სერვისის განვითარება სურს.

ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა როდიონ ოტლეტოვმა Sputnik-ს განუცხადა, თქვა, რომ საქართველოში გეგმავს ბიზნეს-პარტნიორის მოძიებას იმისათვის, რომ ტაქსის მომსახურების შეკვეთა საიტის, ან iPhone-სა და  Android -ის მოწყობილობების შემთხვევაში Uber -ის მსგავსი აპლიკაციით გახდეს შესაძლებელი.

„ჩემი მიზანია ვიპოვო ბიზნეს-პარტნიორი და დავამყარო კონტაქტი სატრანსპორტო თემატიკის ბიზნესის დაწყებისთვის. ვგეგმავთ შევქმნათ ე.წ   Uber-like სერვისი საქართველოს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ოტლეტოვმა, რომელიც გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა. 

მისი თქმით, "ტრანსსოფტი" ფლობს ტექნოლოგიას, რომლის განვითარებაც სურს საქართველოში. სერვისი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მომხმარებელთან უახლოესი ტაქსი იქნას გაშვებული.

შეგახსენებთ, Uber 2009 წელს შეიქმნა და დღეისათვის მსოფლიოს 70 ქვეყნის 500 ქალაქშია წარმოდგენილი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები