| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 8 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ჰილარი კლინტონი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.
ბავშვთა დაცვის ამერიკულ ფონდში გამოსვლისას კლინტონმა აღნიშნა, რომ "აღარ სურდა სახლიდან გამოსვლა, აღარასდროს".
"ვაღიარებ, ჩემი აქ მოსვლა არ იყო ადვილი ნაბიჯი ჩემთვის", - ციტირებს BBC კლინტონს, - "ამ კვირს განმავლობაში არაერთხელ მინდოდა კარგ წიგნთან ერთად დაწოლა და სახლიდან აღარასდროს გამოსვლა".
აშშ-ს ექს-სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ გასულმა არჩევნებმა ბევრი ამერიკელი დააფიქრა.
"ვიცი, ბევრი თქვენგანი იმედგაცრუებულია არჩევნების შედეგით, მეც, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ამის სიტყვებით გადმოცემას შევძლებ", - განაცხადა კლინტონმა.
შეგახსენებთ, კლინტონმა დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა 1 მილიონი ხმით გაუსწრო, თუმცა 2 დონიანი საარჩევნო სისტემის გამო, მან გამარჯვება მაინც ტრამპს დაუთმო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss