ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
მესის ბარსელონასთან კონტრაქტზე უარის თქმის შემთხვევაში 100 მილიონი ევრო შესთავაზეს
21 ნოემბერი, 2016, 19:14
მესის ბარსელონასთან კონტრაქტზე უარის თქმის შემთხვევაში 100 მილიონი ევრო შესთავაზეს

თბილისი (GBC) -  "ბარსელონასთან" კონტრაქტის დასრულებამდე ლიონელ მესის გადაბირებაზე უკვე ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. 

მედიის ცნობით,  მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს თქმის სანაცლოდ 100 მლნ ევრო შესთავაზეს. 

El Mundo-ს ცნობით, ერთ-ერთი ევროპული კლუბის  შეთავაზებაში ეს თანხა ბონუსია და არ შედის ფორვარდის ხელფასი და პრემია. 

მედია აღნიშნავს, რომ უცნობ კლუბს სურს, თავიდან აირიდოს ტრანსფერის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა, რაც 250 მილიონი ევროს შეადგენს.

გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის შესაძენად "მანჩესტერ სიტი" 230 მილიონიან შეთავაზებას ამზადებს. კლუბი მზადაა მესის სანაცვლოდ "ბარსელონას" 115 მლნ ევრო გადაუხადოს, დანარჩენი თანხა არგენტინელის ანაზღაურებაა.

კლუბი მას სასწაულ ხელფასს სთავაზობს - კვირაში ნახევარ მილიონ ფუნტს (580 მლნ ევრო). 

"ბარსელონასთან" კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულში იწურება. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები