ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GHG სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოს მფლობელის შერწყმაზე აცხადებს
21 ნოემბერი, 2016, 22:51
GHG სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოს მფლობელის შერწყმაზე აცხადებს

თბილისი (GBC) - "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" (GHG) ABC Pharmacia-ს შერწყმის  და ბაზარზე ახალი, მსხვილი სააფთიაქო ქსელის Georgian Pharmacy-ს (GEPHA) შექმნის გეგმაზე აცხადებს. 

კომპანიამ ინვესტორებს უკვე აცნობა, რომ "ფარმადეპოს" მფლობელ ABC Pharmacia-ს შერწყმაზე წინასწარი გარიგება გაფორმდა, რომელიც მარეგულირებლის თანხმობას საჭიროებს. 

მიღწეული შეთანხმებთ, ახალ კომპანიაში, სადაც ასევე გაერთიანებულია GPC-ის ქსელიც, GHG-ის წილი 67% იქნება, 33% კი,  გადაეცემა ABC Pharmacia-ს მფლობელებს ენრიკო ბერიძეს და მიხეილ აბრამიძეს. 

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი "ფარმადეპოს" მფლობელს აქციებში 25 მილიონ დოლარს გადაუხდის და ასევე ახალი კომპანიის აქციების 33%-ს  გადასცემს.

გარიგების დასრულება  2017 წლის იანვარშია ნავარაუდევი. პირველ ტრანშს 12 მლნ აშშ დოლარს, GHG მისი დასრულებისთანავე გადაიხდის, დანარჩენ თანხას 5 ტრანშად,  მომდევნო 5 წლის ვადაში.  

აღსანიშნავია, რომ ახალი კომპანია  GEPHA -ს მფლობელობაში საქართველოს მასშტაბით 230 აფთიაქი იქნება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები