ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
აზერბაიჯანსა და თურქეთში ეროვნული ვალუტები გაუფასურდა
25 ნოემბერი, 2016, 12:26
აზერბაიჯანსა და თურქეთში ეროვნული ვალუტები გაუფასურდა

თბილისი (GBC)- აზერბაიჯანსა და თურქეთში ეროვნული ვალუტები გაუფასურდა.

Fineko-ს ცნობით, 25 ნოემბრისთვის 1 აშშ დოლარი 1,7196 მანათი ღირს.

გასული წლის 21 დეკემბრიდან აზერბაიჯანული მანათი მცურავ გაცვლით კურსზეა გადასული.

"ცურვის" განმავლობაში მანათი 63,79% გაუფასურდა, მათ შორის მხოლოდ, 2016 წელს დევალვაცია 10,16% შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წლის თებერვლის დასაწყისში 1 აშშ დოლარი 0,78 მანათი ღირდა. საბაზო ნიშნულს თუ შევადარებთ მანათი 2,19-ჯერ არის გაუფასურებული.

ახალ რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა თურქული ლირაც. ამჯერად მაპროვოცირებელი ევროპარლამენტი იყო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება "გაყინოს" თურქეთის ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებები.

გადაწყვეტილებით ლირა დოლარის მიმართ 3,37 ნიშნულიდან  3,44 ნიშნულზე დაეცა და მხოლოდ თურქეთის ფინანსური მმართველობის დიდი ძალისხმევით ლირა 3,4174 ნიშნულს დაუბრუნდა. 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები