ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
Philip Morris-მა სიგარეტის რეალიზაციის შეწყვეტის ალბათობა დაუშვა
30 ნოემბერი, 2016, 15:18
Philip Morris-მა სიგარეტის რეალიზაციის შეწყვეტის ალბათობა დაუშვა

თბილისი (GBC) -  Philip Morris-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სიგარეტის რეალიზაციის შეწყვეტა დაუშვა. 

ამის შესახებ ანდრე კალანცოპულოსმა BBC -სთან ინტერვიუში განაცხადა. 

"მჯერა, დადგება დრო, როდესაც შემეძლება ვთქვა: ჩვენ გვაქვს ალტერნატიული პროდუქტები", - განაცხადა კალანცოპულოსმა - "ვიმედოვნებ, ეს უკვე ძალიან მალე მოხდება".

მან აღნიშნა, რომ Philip Morris -ი აცნობიერებს იმ ზიანს, რასაც მისი პროდუქცია ადამიანებს აყენებს და ალტერნატიულ პროდუქტებზე მუშაობს. 

Philip Morris -ს უკვე აქვს ასეთი პროდუქტიც - კომპანიამ გაყიდვაში ჩაუშვა  IQOS — (ელექტროსიგარეტი), რომლის გამოყენებით სიგარეტის მიერ მავნე გამონაბოლქვის დონე 90-95%-ით ნაკლებია ჩვეულებირივი სიგარეტის ბოლთან შედარებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ანდრე კალანცოპულოსმა სიგარეტის მოწევას, 30 წლიანი მწეველობის შემდეგ, თავი დაანება. 

შეგახსენებთ, Philip Morris International-ის წმინდა შემოსავალი 2015 წელს 73,9 მლრდ, წმინდა მოგება  $7 მლრდ იყო. ამასთან შარშან კომპანიამ  847,3 მლრდ სიგარეტი გაყიდა.

კომპანიის ძირითადი ბრენდებია: Marlboro, Parliament, L&M, Chesterfield, Bond Street.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები