ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GPN - ინტელექტუალური ჰაბის ახალი კონცეფცია ქართულ ბაზარზე
1 დეკემბერი, 2016, 11:55
GPN - ინტელექტუალური ჰაბის ახალი კონცეფცია ქართულ ბაზარზე

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯი პი ენ“-ი, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს ინტელექტუალური სერვისს განსხვავებული კონცეფციით გაუწევს.

მენეჯმენტის ცნობით, კომპანია თავისი მონაცემთა ბაზიდან კონკრეტულ მოთხოვნებზე მორგებულ, კონკრეტული სპეციფიკის მიხედვით შერჩეულ კვალიფიციური ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.

"ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, კლიენტმა უფრო მაღალი ხარისხის, ზუსტად ამ სპეციფიკურ მიმართულებაში გამოცდილი ექსპერტების მომსახურება მიიღოს და მათი ცოდნა და გამოცდილება საკუთარი ბიზნეს ამოცანების გადასაწყვეტად გამოიყენოს", - აცხადებენ კომპანიში.

„ჯი პი ენ“ აერთიანებს 200-ზე მეტ სხვადასხვა სფეროს ექსპერტს, რომლებიც სხვადასხვა კომპანიასა და ორგანიზაციაში მუშაობენ და თავისი დარგის გამორჩეული სპეციალისტები არიან.

კომპანიის პორტფოლიო მოიცავს როგორც საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე პროექტების მართვას სხვადასხვა მიმართულებით - სამართლებრივი, საფინანსო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ადამიანური რესურსების მართვისა და მარკეტინგის სფეროში.

 "საკონსულტაციო მომსახურების ახალი კონცეფცია - ერთ პროფესიონალურ ქსელში გაერთიანებული საუკეთესო ექსპერტების სახით, ახლებური მიდგომაა ქართული ბაზრისთვის, რაც მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა, გულისხმობს კომფორტულ მომსახურებას ერთ სივრცეში", - აცხადებენ „ჯი პი ენ“-ში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები