| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „აჭარა ჯგუფი“ საჰაერო ტაქსებით მომსახურებას იწყებს.
კომპანიამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერთიფიკატი უკვე აიღო და 2017 წლის დასაწყისიდან ტურისტული ფრენების აქტიურად დაწყებას გეგმავს. პირველ ეტაპზე გათვლა ყაზბეგზე კეთდება, სადაც კომპანიას პოპულარული სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“ აქვს და ასაფრენ - დასაფრენ ზოლსაც გახსნის.
ამასთან, მოთხოვნის მიხედვით რეისები მთელი საქართველოს მასშტაბით შესრულდება, სადაც აეროდრომებია.
კომპანიის გენერალური დირექტორის ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ მოთხოვნა არის და ყველა კატეგორიის მომხმარებელზე აკეთებენ გათვლას.
ჯერ კიდევ ოქტომბერში ვალერი ჩეხერიამ GBC-ს განუცხადა, რომ ასაფრენი ზოლის მშენებლობასა და ერთი beechcraft- ის შეძენისთვის 5 მილიონი დოლარი აქვთ გათვალისწინებული.
„აჭარა ჯგუფი“ სახელმწიფოს დახმარების გარეშე, ბაზარზე პოზიციონირებას საკუთარი ძალებით გეგმავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss