| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Airport Parking and Hotels (APH) -მა, რომელიც აეროპორტებისთვის სერვისის შექმნაზე სპეციალიზირებული კომპანია, საინტერესო კვლევა მოამზადა - როგორი იქნება აერპორტების დიზაინი და როგორ იფუნქციონირებენ ისინი 25 წლის შემდეგ.
ფუტურისტების აზრით, 2040 წლისთვის ყველაფერი იქნება მაღალტექნოლოგიური და ფრენის წინა პროცედურების მაქსიმალურ სიჩქარეზე გაკეთდება აქცენტები.
კვლევაში აღნიშნულია, რომ რიგები, რაც მოგზაურების მთავარი იმედგაცრუებაა, მომავალში, ავტომატური შემოწმების წყალობით, მათ აღარ შეაწუხებთ. ამასთან, მგზავრების იდენტიფიცირება მოხდება Online რეჟიმში - ბიომეტრიული მარკერით, რომელიც შეცვლის როგორც პასპორტს, ისე ბილეთს და სხვა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
ასეთი სუპერმარკერი საფუძველი არის ბიომეტრიული იდენტიფიკატორები, რომელიც უნიკალურია თითოეული ადამიანისთვის. აღსანიშნავია, ასეთი სისტემების ტესტირება უახლოეს მომავალში უკვე დაიწყება ლონდონის ჰიტროუს და ამსტერდამის სჰიპჰოლის აეროპორტებში.
ინოვაციები ელის საკონტროლო გამშვებ პუნქტებს, რომლებიც მოლეკულური სკანერებით აღიჭურვება და ბევრად ეფექტიანი იქნება.
ექსპერტების პროგნოზით, მომავალში ბარგის მოცდის პერიოდიც გამოირიცხება, მთელი ტვირთი აღიჭურვება ჩიპებით, რაც ასევე უზრუნველყოფს მათი დაკარგვის რაოდენობის მინიმიზაციასაც. ამასთან, მინი პორტატული მოწყობილობები მფლობელს აცნობებს, რომ მისი ტვირთი უკვე ადგილზეა და ასაღებად მზადაა.
მომავალში აღარ იქნება ინფორმაციის მიღების პრობლემაც, რაც ენის არცოდნით არის გამოწვეული. 2040 წლისთვის მოსალოდნელია, რომ აეროპორტებში განთავსდება სენსორული ეკრანები და ვირტუალური დამხმარეები, რომელიც ავტომატური თარგმნის რეჟიმში მგზავრებს აუცილებელ მონაცემებს მის მშობლიურ ენაზე მიაწვდიან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss