| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომპანიამ Trump Organization-მა რამდენიმე ქვეყანაში შეწყვიტა მოქმედი ლიცენზიები, მათ შორის აზერბაიჯანში, სადაც ცოტა ხნის წინ დასრულდა Trump Tower-ის ცათამბჯენის მშენებლობა.
ინფორმაცია Bloomberg-მა გაავრცელა.
მიზეზი ტრამპის პოლიტიკაში წასვლაა. ამ გზით არჩეული პრეზიდენტი ცდილობს ინტერესთა კონფლიქტს გაექცეს.
Bloomberg აღნიშნავს, რომ 20-ზე მეტ ქვეყანაში ტრაპის საკუთრება შესაძლოა განხილული იქნას როგორც გავლენის მექანიზმი.
აღსანიშნავია, რომ ბაქოში მდებარე Trump Tower-ი 33- სართულიანია, მას აფრის ფორმა აქვს.
შეგახსენებთ, Trump Tower-ის აშენება იგეგმებოდა ბათუმშიც, ის "სილქ როუდ ჯგუფის" პროექტია, თუმცა მშენებლობა არც დაწყებულა.
რა ბედი ელის პროექტს კომპანიაში დღეს არ საუბრობენ, ამბობენ, რომ კომენტარს ვერ გააკეთებენ.
ცოტა ხნის წინ "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, რომ პროექტი გაგრძელდება. მან განცხადების გაკეთება იანვარში დაანონსა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss