| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტში ყველაზე მაღალი ზრდა სასტუმროებისა და რესტორნების სეგმენტში დაფიქსირდა.
„საქსტატის“ ცნობით, III კვარტალში მშპ მიმდინარე ფასებში 8,749 მლრდ ლარი იყო, წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ 2,3 %-ით მეტი, დეფლატორი გაიზარდა 3,2 %-ით.
ამავე პერიდში მშპ ერთ სულზე $959,9 და 1 012,6 ლარი იყო.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,5 პროცენტი) და მრეწველობა (17,4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4 პროცენტი), მშენებლობა (8,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,3 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,9 პროცენტი).
რაც შეეხება ზრდას, ის აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები (13,4 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,8 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,5 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (5,0 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (4,7 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (3,9 პროცენტი), ვაჭრობა (3,6 პროცენტი), მშენებლობა (2,4 პროცენტი).
კლება დაფიქსირდა ტრანსპორტში (-4,2 პროცენტი), კავშირგაბმულობაში (-0.5 პროცენტი) და სოფლის მეურნეობაში (-0,1 პროცენტი).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss