ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
ინფლაციის ტემპი დაჩქარდა
3 იანვარი, 2017, 11:16
ინფლაციის ტემპი დაჩქარდა

თბილისი (GBC) - დეკემბერში საქართველოში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა.

წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათის ღირებულება  1%-ით, წლიურად კი, 1,8% გაიზარდა.

2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდამ  19% შეადგინა.

წინა თვესთან შედარებით სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში  ფასები გაიზარდა 1,5 %- ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,47 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (9,2 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (2,9 პროცენტი) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,27 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8,5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,0 პროცენტი)

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

მოცემულ პერიოდში ფასების 13,1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფზე, რაც 0,80 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მკვეთრად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (23,2 პროცენტი). ფასების მატება დაფიქსირდა ასევე ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე (4,6 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,6 პროცენტით და ჯგუფმა 0,51 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფზე - შაქარი, ჯემი, თაფლი, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი (16,3 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,7 პროცენტი);

ფასები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფზე შემცირდა 5,7 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე -0,19 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა როგორც ტანსაცმლის (-5,2 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-7,1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები