| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გასულ წელს ლარი დოლარის მიმართ 25 თეთრით გაუფასურდა, 10,4%-ით. 2013 წლის 1 იანვრიდან კი, 59.8 %-ით.
წლის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსი მკვეთრი ამპლიტუდით ხასიათდებოდა. გასუფასურების ორი მნიშვნელოვანი ტალღა დაფიქსირდა, წლის დასაწყისში იანვარ-თებერვალში და წლის ბოლოს ნოემბერ - დეკემბერში.
ყველაზე მყარი ლარი ივნისში იყო. 10 ივნისს ლარი დოლარის მიმართ 2.1272 ნიშნულამდე გამყარდა.
2016 წელი ისტორიაში ლარის „შავი ხუთშაბათითაც“ შევა - ეროვნული ვალუტა ბაზარზე ერთ დღეში ერთბაშად 17 თეთრით დაეცა, ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 5 თეთრით. პანიკა მთელ დღეს გაგრძელდა - ლარი/დოლარის კურსი ყოველ საათში იცვლებოდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი 2.66 ნიშნულამდე დაეცა, 16:11 საათისთვის კი, ლარმა გამყარება დაიწყო და 2.5750 ნიშნულზე ჩამოვიდა.
წლის განმავლობაში ისტორიული კურსი 22 დეკემბერს დაფიქსირდა 1 დოლარის ფასი 2,7846 ლარი გახდა.
კურსი თავისუფალ მცურავ რეჟიმში დარჩა. ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე გარკვეული ინტერვენციები განახორციელა, სულ 24-ჯერ, იყიდა 278 მლნ აშშ დოლარი და ოდნავ მეტი, 280 მილიონი გაყიდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss