| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გასული წელი ღვინის ექსპორტის მხრივ წარმატებული აღმოჩნდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, წლიურად ზრდა 38%-ია.
გაზრდილია ღვინის ექსპორტიდან შემოსავალიც, 16%-ით, 113.8 მლნ აშშ დოლარამდე.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (27 222 076 ბოთლი), უკრაინა (5 811 050), ჩინეთი (5 299 149), ყაზახეთი (3 393 435) და პოლონეთი (2 329 820).
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ღვინის ექსპორტის ზრდამ 98% შეადგინა, უკრაინაში - 70%, რუსეთში - 49% , პოლონეთში - 46%.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს კანადა - 34% (210 936), ბელარუსი - 30% (1 174 362), დიდი ბრიტანეთი - 28% (97 226), ესტონეთი - 25% (631 632), ყირგიზეთი - 24% (230 776), აშშ - 19% (294 382), ლატვია - 19% (1 258 632), იაპონია - 15% (159 654), გერმანია - 6% (292 454), ჩეხეთი - 353% (119 648) და სხვა.
ექსპორტირებულ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს შორის პირველ ადგილს იკავებს „ქინძმარაული“ – 7 417 333 ბოთლი, შემდეგ ხუთეულში მოდის „მუკუზანი“ – 2 568 547, „წინანდალი“ – 2 023 915, „ახაშენი“ – 923 780 და „ხვანჭკარა“ – 413 823 ბოთლი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss