| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Exxon Mobil -ის ყოფილი CEO რეკს ტილერსონი პირობას დებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, კომპანიასთან ყოველგვარ კავშირს გაწყვეტს.
Bloomberg-ი Exxon Mobil -ის ოფიციალურ განცხადებას ცირიტებს, რომლის მიხედვით, კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების გამო, კომპანიასთან კავშირს გაწყვეტს, ასევე უარს იტყვის 4,1 მლნ დოლარის ოდენობის ბონუსზე, რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში უნდა მიეღო.
The Wall Street Journal -ი კი აღნიშნავს, რომ პოსტის დატოვების შემდეგ, ტილერსონი კომპანიისგან 180 მლნ დოლარს მიიღებს, რაც 7 მილიონით ნაკლებია, ვიდრე პენსიაში გასვლისას მიიღებდა.
რეკს ტილერსონი 64 წლისაა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ბიზნესმენი არის მიზანდასახული, აქვს დიდი გამოცდილება და სიღრმისეულად ესმის გეოპოლიტიკა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss