| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასები - კომპანიამ „ატა“ ბაზარზე ქურთუკები და სათხილამურო აღჭურვილობა გამოიტანა.
ქართული, ჯერ მცირე ზომის საწარმო გემოვნებიან და ხარისხიან ტანსაცმელს აწარმოებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ საქართველოში წარმოებული ტანსაცმელი ხარისხით ევროპულს არ ჩამოუვარდება და წარმოებისას საჭირო სტანდარტები 100%-ით არის დაცული - ტანსაცმელი არის წყალგაუმტარი და რაც მთავარია ჯანმრთელი (ჰაერგამტარი).
„გვინდა სადა და დახვეწილი ტანსაცმელი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, იმ ფონზე, როდესაც სამთო დასვენება ისედაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული “, - აცხადებენ საწარმოში, აღნიშნავენ, რომ თითოეული მოდელს შექმნას კონსტრუქტორებმა დიდი დრო დაუთმეს, რათა ისინი ლამაზთან ერთად, კომფორტულიც იყოს.
კომპანია „ატა“ Carrefour-თან თანამშრომლობს. მის ქსელში ბავშვებისთვის განკუთვნილი ფერადი ქურთუკებისა და შარვლების შეძენა უკვე შესაძლებელია. 11 იანვრიდან კი, მათ ბავშვებისა და მოზრდილებისთვის სათხილამურო აღჭურვილობაც დაემატება.
სამომავლოდ, კომპანია გაფართოებას გეგმავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss