ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
flyuia საწვავზე დანახარჯის შემცირებით ბილეთების გაიაფებას გაგმავს
6 იანვარი, 2017, 18:30
flyuia საწვავზე დანახარჯის შემცირებით ბილეთების გაიაფებას გაგმავს

თბილისი (GBC) - უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა საწვავის ხარჯების ოპტიმიზაციისთვის პროგრამული უზრუნველყოფის SkyBreathe® დანერგვა დაასრულა.

პროგრამა OpenAirlines-ს ეკუთვნის, რომელიც სპეციალიზირებულია ავიაგადამზიდებისთვის IT-გადაწყვეტილებებზე.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ეს უნიკალური პროგრამა მათ ყველა თვითმფრინავისთვის საწვავის ხარჯების იპტიმიზაციის შესაძლებლობას აძლევს.

"ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ  ხარჯების იპტიმიზაციას, რადგანაც ტარიფების სტრუქტურაში  საწვავის ხვედრითი წილის შემცირება შესაძლებლობას მოგვცემს მგზავრებს უფრო მომგებიანი ფასი შევთავაზოთ ბილეთებზე“, - აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ საწვავზე ხარჯები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ავიაკომპანიის საოპერაციო ხარჯებისა და საშუალოდ 25-40% იკავებს.

2016 წელს flyuia-ს ფლოტის მოხმარებამ  329 532 ტონა საავიაციო საწვავი შეადგინა. მოსალოდნელია, რომ SkyBreathe® -ის გამოყენებით პირველ წელს დანახარჯი 1%-ით, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, 5%-მდე შემცირდება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია კომპანიის ამბიციურ გეგმის პირობებში, 2021 წლისთვის გაზარდოს პარკი 91 ხომალდამდე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები