| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აჭარის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო კომპანია „ჰელს ქეარ გრუპის“ ხელში გადადის.
საავადმყოფოს შესაძენ აუქციონზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, 762 ბიჯით, საავადმყოფო 2,5 მლნ ლარად გაიყიდა.
ინვესტორმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 8 თვის ვადაში უნდა დაიწყოს შენობისათვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებიც უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 36 თვის ვადაში.
პირობებიანი აუქციონის მთავარი მოთხოვნაა, რომ შემსყიდველმა კომპანიამ 50 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა შეინარჩუნოს არსებული სამედიცინო (ფსიქიატრიული) პროფილი. გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს არანაკლებ 1 მლნ ლარის ინვესტიცია.
ოფიციალური მონაცემებით, „ჰელს ქეარ გრუპის“ დამფუძნებელი და დირექტორი გოჩა ბაკურაძეა, რომელიც ნანიეშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორიაცაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss