ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
8 უმდიდრესი ადამიანის და დედამიწის მოსახლეობის 50 პროცენტის ქონება ტოლია
16 იანვარი, 2017, 18:40
8 უმდიდრესი ადამიანის და დედამიწის მოსახლეობის 50 პროცენტის ქონება ტოლია

თბილისი (GBC) - გლობალურმა ეკონომიკის კრიზისმა უმდიდრესი ადამიანები უფრო გაამდიდრა, - აცხადებს საერთაშორისო გაერთიანება OXFAM კვლევაზე დაყრდნობით.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 8 უმდიდრესი ადამიანის ქონება ზუსტად იმდენივეა, რამდენსაც დედამიწის ღარიბი მოსახლეობის  50% ფლობს.

უფრო კონკრეტულად ბილ გეითსის ($75 მლრდ), ამანსიო ორტეგას ($67 მლრდ), უორენ ბაფეტის (60,8 მლრდ), კარლოს სლიმის ($50 მლრდ), ჯეფ ბეზოსის ($45,2 მლრდ), მარკ ცუკერბერგის ($44,6 მლრდ), ლარი ელისონის ($43,6 მლრდ) და მაიკლ ბლუმბერგის ($40 მლრდ) ქონება ჯამში 426 მილიარდია და ამდენივეს ფლობს დედამიწაზე მცხოვრები 3,6 მილიარდი ღარიბი.

OXFAM-ის ცნობით, 2009-2016 წლებში 793 ადამიანის ჯამური კაპიტალი ყოველწლიურად 11%-ით იზრდებოდა და 2,4 ტრილიონიდან 5 ტრილიონამდე გაიზარდა. თუ ზრდის ძველებური ტემპი  შენარჩუნდება, უახლოეს 25 წელში დედამიწაზე პირველი ტრილიონერი გაჩნდება.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრება გლობალური სიღარიბის გაღრმავების ფონზე ხდება. OXFAM-ის ცნობით, მხოლოდ ბოლო წელს მოსახლეობის ნახევარზე მეტის წილი გლობალურ სიმდიდრეში 0.7-დან 0,2%-მდე შემცირდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები