ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
სამრეწველო პროდუქციის წარმოება 7,5 პროცენტით გაძვირდა
20 იანვარი, 2017, 12:44
სამრეწველო პროდუქციის წარმოება 7,5 პროცენტით გაძვირდა

თბილისი (GBC) - 2016 წლის დეკემბერში 2016 წლის ნოემბერთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4,8 %- ით გაიზარდა. 2015 წლის დეკემბერთან შედარებით ინდექსის 7,5 პროცენტიანი, ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით 33,2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

„საქსტატის“ ცნობით, 2016 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე 5,4 პროცენტით.  მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (22,8 პროცენტი). ფასები გაიზარდა ასევე საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე (2,5 პროცენტი).

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:

დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით. ფასები გაიზარდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების (35,5 პროცენტი) და საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების (5,9 პროცენტი) ქვესექციებზე;

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 5,1 პროცენტით და შესაბამისად, სექციამ 0,65 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

სამთომოპოვებითი მრეწველობა: ფასები გაიზარდა 16,3 პროცენტით. შესაბამისად, სექციის წვლილმა 0,64 პროცენტული პუნქტი შეადგინა ინდექსის მთლიან ცვლილებაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები