| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Galaxy Note 7-ის აალების მიზეზი კონსტრუქციის პრობლემები და აწყობის ხარვეზები გახდა, - ამის შესახებ Samsung-მა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ფლაგმანური სმარტფონების კვლევის შედეგი წარადგინა.
კომპანიამ 200 ათასზე მეტი სმარტფონი და 30 ათასზე მეტი ბატარია შეისწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ინცინდენტის მიზეზი აკუმულატორების პროექტირებისას და ტეელფონის აწყობისას ტექნოლოგიური პროცესის არაასრულყოფილება გახდა, კერძოდ, დეფექტური აკუმულატორი გადახურების შედეგად აალდებოდა.
Galaxy Note 7 -ი გაყიდვაში 2016 წლის აგვისტოში გამოვიდა, უკვე სექტემბერში კი, კომპანიამ 2,5 მლნ მოწყობილობა ბაზრებიდან გაიწვია, აკუმულატორების უეცარი აალების გამო.
სექტემბერში კომპანიის კოტირება კორეის საფონდო ბირჟაზე 10%, ანუ 22 მილიარდით დაეცა. სკანდალის გამო კი, ჯამური ზარალი The Wall Street Journal -მა (WSJ) 5 მილიარად დოლარად შეაფასა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss