| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კორპორაცია Toshiba-მ მიკროჩიპების წარმოების ცალკე კომპანიად გამოყოფა და მისთვის ინვესტიციის მოზიდვის გეგმა დაადასტურა.
Reuters-ის ცნობით, ამ გზით, იაპონურ კორპორაციას ზარალის თავიდან აცილება სურს იმ მილიარდობით ინვესტიციიდან, რომელიც მან აშშ-ს ატომურ ენერგეტიკაში ჩადო.
სააგენტოს წყაროს ცნობით, Toshiba -მ კუთვნილი, მსოფლიოში უმსხვილესი მიკროჩიპების წარმოება 1–1,5 ტრილიონ იენად ($9–13 მლრდ) შეაფასა.
Reuters წერს, რომ დაგეგმილია ბიზნესის 20% გაყიდვა, Bloomberg-ის მონაცემებით კი, 20 -დან 30% წილის დათმობა იგეგმება.
პოტენციურ ინვესტორთა შორის განიხილება Western Digital Corp და სახელმწიფოს მხარდაჭერილი იაპონიის განვითარების ბანკი.
Bloomberg კი, წერს, რომ ინვესტორთა შორის ასევე შეიძლება ვიხილოთ ტრანსნაციონალური, მანქანათმწარმოებელი კომპანია Canon, ამასთან, Bloomberg-ი მიიჩნევს, რომ Western Digital Corp-ის ინვესტირთა შორის ყოფნას დაბალი ალბათობა აქვს.
სააგენტოს ცნობით, მიკროჩიპების წარმოებას Toshiba -სთვის ყოველწლიურად 845,6 მლრდ იენი ($7,4 მლრდ) მოაქვს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss