| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სასტუმროდ რეკონსტრუქცია 2018 წელს დასრულდება.
კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა „ბიზნესკონტაქტთან“ განაცხადა, რომ სამუშაოების ვადის მცირედი კორექტირება მოხდა, რადგანაც უნივერსიტეტისთვის განკუთვნილი შენობა მაღალი კლასის სასტუმროსთვის მისაღები არ აღმოჩნდა.
კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტირებისთვის 15 უცხოელი კონსულტანტი მოიწვიეს და პროექტირება თებერვალში დასრულდება.
სხვა სამუშაოები კი უკვე ნაწილობრივ დასრულებულია.
“ბათუმს შეემატება კიდევ ერთი, მაღალი კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო”, - აღნიშნავს კუნელაური.
„ბათუმი თაუერის" შენობის ბაზაზე სასტუმრო LeMeridien-ი გაიხსნება.
შენობა 25 მილიონ დოლარად 2015 წლის დასაწყისში გაიყიდა. კომპანიამ კიდევ 15 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss