ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
საქართველოში ინფლაციის ტემპი გაიზარდა 
3 თებერვალი, 2017, 11:16
საქართველოში ინფლაციის ტემპი გაიზარდა 

თბილისი (GBC) -  როგორც მოსალოდნელი იყო, საქარათველოში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა.

"საქსტატის" ცნობით, 2017 წლის იანვარში  ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 2,9 % შეადგინა, რაც ბოლო 2 წლის მაქსიმუმა.

წლიურად სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9 %-ით გაიზარდა, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 22,5 პროცენტით. 

წინა თვესთან შედარებით გაძვირდა სურსათი და სატრანსპორტო ჯგუფი. 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 4,2%-ით.

 ფასები გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (22,4 პროცენტი), ხილისა და ყურძნის (8,9 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (3,1 პროცენტი), ზეთისა და ცხიმის (3,1 პროცენტი), თევზეულის (2,8 პროცენტი) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 7,2 პროცენტით. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,9 პროცენტი).

აღსანიშნავია, რომ წელს, ეროვნული ბანკი ინფლაციას საპროგნოზო მაჩვენებელზე (4%) მაღლა ელის, რის გამოც ეტაპობრივად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაანონსა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები