| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია Snap Inc-ს, რომელიც მესინჯერ Snapchat-ის მფლობელია, აქციების პირველადი განთავსებით (IPO) 3 მილიარდი დოლარის მოზიდვა სურს.
"თუ კომპანიის მფლობელთა იმედი გამართლდა, ეს ნიშნავს, რომ Snap-ი 25 მილიარდი ღირს", - წერს The Financial Times -ი და აღნიშნავს, რომ ამ შეფასების შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის და მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, 26 წლის ევან შპიგელის აქციების პაკეტის ღირებულება 5,5 მილიარდი იქნება. წარმატებული IPO-ს შემთხვევაში მას ბონუსად კიდევ 750 მლნ ერგება.
ასეთივე წილს ფლობს Snapchat-ში 28 წლის ბობი მერფი, რომელიც კომპანიის თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური დირექტორია.
მედიიდან ცნობილი ხდება, რომ აქციების გასხვისების მიუხედავად, ორივე მათგანი კომპანიაზე კონტროლს შეინარჩუნებს, რადგანაც ეს პირველი IPO იქნება, როდესაც ინვესტორებს ხმის უფლების არმქონე აქციებს შესთავაზებენ.
Snapchat — მომენტალური შეტყობინებების გაცვლის სერვისია. მისი მთავარი ღირსება არის ის, რომ გაგზავნილი შეტყობინების ნახვა მხოლოდ 9 წამის განმავლობაშია შესაძლებელი, შემდეგ კი, ავტომატურად იშლება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss