| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მომსახურების ექსპორტის კიდევ ერთი შემთხვევა საქართველოში - „კრედიტპლატფორმამ“ ევროპაში ქართული ფინანსური სერვისის ექსპორტი დაიწყო.
კომპანიის ცნობით, მათი ბიზნესმოდელს და ინფორმაციულ ტექნოლოგიას ესტონური კომპანია Lendika გამოიყენებს.
„კრედიტპლატფორმა“ საქართველოს იპოთეკური სესხების ბაზარზე, 2016 წლის 17 მაისს გამოჩნდა. მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მათი შეთავაზება თანაბრად სარგებლიანია, როგორც მსესხებლის ისე გამსესხებლისთვის (www.creditplatform.ge).
იდეა გულისხმობს ყველა მსესხებლისა და გამსესხებლის ერთ სირვცეში მოქცევას, სადაც გამსესხებლებლის კონკურენციაში ჩაყენება თითოეული მსესხებლის განაცხადისთვის იძლევა უკეთესი პირობების და დაბალი პროცენტის გარანტიას. ამავდროულად, გამსესხებლები ზოგავენ მარკეტინგისა და ოპერაციების ხარჯებს და მსესხებლებს ირჩევენ თავიანთი რისკების პოლიტიკის შესაბამისად.
„კრედიტპლატფრომას“ ინოვაციურობა ესტონელი ინვესტორების ყურადღება მიიპყრო, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შედეგად, მაღალტექნოლოგიური (HighTec) ფინანსური სერვისი ექსპორტზე გავა ევროპაში.
„ესტონური სააქციო კომპანია Lendika გამოიყენებს „კრედიტპლატფორმას“ ბიზნეს მოდელს, ინფორმაციულ ტექნოლოგიას და ასევე, „კრედიტპლატფორმა“ ხდება Lendika-ს აქციების მფლობელი, გრძელვადიანი ორიენტაციის დადასტურების ნიშნად სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, - აღნიშნავენ კომპანიაში.
Lendika-ს სურდა შეექმნა პლატფორმა სადაც შესაძლებელი იქნებოდა ფულის სესხება ან გასესხება. მათ ჰქონდათ მოლაპარაკებები Oracle -სა და სხვა ამერიკულ თუ ევროპულ კომპანიებთან პროგრამული უზრუნველყოფისთვის. თუმცა, შემდეგ აღმოაჩინეს, რომ უკვე არსებობდა ასეთი მოდელი, შექმნილი და დანერგილი „კრედიტპლატფორმას“ მიერ, რაც ქართული მაღალტექნოლოგიური სფეროს კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს მსოფლიოს მასშტაბით.
“კრედიტპლატფორმამ“ შექმნა პრეცედენტი, როგორ შეიძლება პროგრამულმა ან მაღალტექნოლოგიურმა საქმიანობამ საქართველოში შემოსავალი მოიტანოს ევროპიდან, რაც ვიზალიბერალიზაციის ფონზე მაგალითი უნდა მაღალტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებული იმ ადამიანებისთვის, ვინც სხვა ქვეყანაში მიდიან სამუშაოდ, რომ შესაძლებელია დარჩე საქართველოში და აქ მიაღწიო იგივე წარმატებას“, - აღნიშნავს მენეჯმენტი.
მათი ინფორმაციით, ესტონეთი არის პირველი, მაგრამ არა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დაინტერესდა ქართული კომპანიის ბიზნესმოდელით. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბიზნესმენებთან ევროკავშირის სხვადსხვა ქვეყნიდან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss