ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სმარტი სავაჭრო ობიექტებს ხურავს
13 თებერვალი, 2017, 10:45
 სმარტი სავაჭრო ობიექტებს ხურავს

თბილისი (GBC) - „ვისოლ ჯგუფში" შემავალი, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი" ობიექტებს ხურავს, - ინფორმაციას „კომერსანტი“  ავრცელებს, აღნიშნავს, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ რითეილს გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

მათივე ინფორმაციით იხურება „სმარტის" გლდანის და ვაზისუბნის ფილიალები, ასევე რუსთაველის გამზირზე, ფოსტის ყოფილ შენობაში განთავსებული სუპერმარკეტი და სამივე ობიექტზე ოპერირებას Carrefour-ი იწყებს.

„ვისოლ ჯგუფში" „სმარტის" ვაზისუბნისა და რუსთაველის ფილიალების დახურვა კატეგორიულად უარყვეს. რაც შეეხება „სმარტის" გლდანის ფილიალს,  მისი დახურვა და ადგილზე Carrefour-ის გახსნა დაადასტურეს.

კომპანიაში ამბობენ, რომ 2016 წელს მიიღეს სტრატეგიული გადაწყვეტილება, განავითარონ საშუალო ფორმატის მაღაზიები.

„რაც შეეხება გლდანს, ის ჩვენს ქსელში ყველაზე დიდი სუპერმარკეტია და ვინაიდან ეს ჩვენი ნიშა არ არის, გადავწყვიტეთ, რომ ამ სავაჭრო ცენტრში, რომელიც ჩვენი ჯგუფის მფლობელობაშია, ფართი სხვა ოპერატორს მივაქირაოთ. ეს ოპერატორი კი Carrefour-ია , - განუცხადეს „კომერსანტს" „ვისოლ ჯგუფში".

შეგახსენებთ, „ვისოლ ჯგუფთან” აფილირებულმა "ველაჯიომ" უარი თქვა ხაშურში სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე, ბათუმში არსებული ტერიტორია, სადაც ჯგუფში შემავალი ბრენდების ფილიალები უნდა გახსნილიყო ასევე Carrefour-ს დაუთმო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები