ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
S&P 500- ში შემავალი კომპანიების კაპიტალიზაციამ 20 ტრილიონს გადააჭარბა
14 თებერვალი, 2017, 11:44
S&P 500- ში შემავალი კომპანიების კაპიტალიზაციამ 20 ტრილიონს გადააჭარბა

თბილისი (GBC) - ორშაბათის ვაჭრობაზე აშშ-ს საფონდო ინდექსებმა მორიგი რეკორდი აჩვენეს, ინდექს S&P 500-ში შევალი კომპანიების ჯამურმა კაპიტალიზაციამ კი, 20 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

Reuters-ი მიზეზად ინვესტორთა განწყობას ასახელებს. ისინი ფსონს  გადასახადების შემცირების შესახებ ტრამპის დაპირებაზე აკეთებენ და მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკის ზრდას განაპირობებს.

გასულ კვირას დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში საგადასახადო რეფორმის მასშტაბურ გეგმას წარმოადგენს, ამ დაპირებამ კი, საფონდო ბაზარზე ახალ რალს მისცა სტიმული.  

ტრამპის გამარჯვებიდან (8 ნოემბერი) S&P 500 9%-ით არის გაზრდილი.

Wall-Street -ზე S&P 500 -ში შემავალი ფინანსური სექტორის სუბინდექსი 1,1%-ით გაიზარდა,  მათ შორის , Citigroup-ის აქციები 2,3% გაძვირდა. წარმოების სექტორში 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დახურვისთვის Dow Jones -ის ინდექსი 0.7% გაიზარდა და 20.412,16 პუნქტს მიაღწია,  S&P 500 -მა 0,52 %-ით, 2.328,25 პუნქტამდე მოიმატა,  Nasdaq Composite-ი 0,52 %-იანი ზრდის შემდეგ,  5.763,96 ნიშნულზე დაიხურა.

Apple-ის აქციები  0,9 % გაძვირდა. Verizon Communications -ის კოტირება კი, 0.9% შემცირდა, კომპანიამ ულიმიტო სატარიფო გეგმის დაბრუნება დააანონსა და ამით ახალი საფასო ომის საფრთხე გააჩინა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები