| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის სამინისტო იანვრის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებზე დაყრდნობით, წელს ექსპორტის ზრდა პროგნოზირებს და მიიჩნევს, რომ ექსპორტის ზრდა საგარეო ვაჭრობის გზით ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.
სამინისტროს ცნობით, იანვარში ექსპორტიდან ქვეყანამ 55 მლნ. აშშ დოლარით მეტი მიიღო წინა წელთან შედარებით. მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი- 44.3 მლნ აშშ დოლარი იყო (39%-ით და 12.5 მლნ აშშ დოლარით მეტი), სამრეწველო პროდუქციის - 132.7 მლნ აშშ დოლარი (47%-ით და 42.5 მლნ აშშ დოლარით მეტი).
უფრო დეტალურად:
ღვინო - ექსპორტი 10.2 მლნ აშშ დოლარი (104%-ით და 5.2 მლნ. აშშ დოლარით მეტი;
მინერალური წყალი - ექსპორტი 7.6 მლნ აშშ დოლარი (35%-ით და 2 მლნ. აშშ დოლარით მეტი);
სპირტიანი სასმელების - ექსპორტი 7.5 მლნ აშშ დოლარი (185%-ით და 5 მლნ. აშშ დოლარით მეტი);
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ექსპორტი 3.2 მლნ აშშ დოლარი (111%-ით და 1.8 მლნ აშშ დოლარით მეტი);
ცხვრის ხორცი - ექსპორტი 1.1 მლნ აშშ დოლარი (წ.წ იანვარში ექსპორტი არ განხორციელებულა);
ფეროშენადნობები - ექსპორტი 23.7 მლნ აშშ დოლარი (6-ჯერ და 20 მლნ აშშ დოლარით მეტი);
სპილენძის მადნები - ექსპორტი 33.2 მლნ აშშ დოლარი (34%-ით და 9 მლნ აშშ დოლარით მეტი);
აზოტოვანი სასუქები - ექსპორტი 11 მლნ აშშ დოლარი (65%-ით და 4 მლნ აშშ დოლარით მეტი);
მედიკამენტები - ექსპორტი 9.3 მლნ აშშ დოლარი (85%-ით და 4.3 მლნ. აშშ დოლარით მეტი)
შეგახსენებთ, 2017 წლის იანვარში, წინასწარი შედეგებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია. აქედან: ექსპორტი 45%-ით გაიზარდა, 177 მლნ. აშშ დოლარამდე, იმპორტი 15%-ით გაიზარდა და 474 მლნ. აშშ დოლარია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss