| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რამდენიმე წლის წინ დაანონსებული "ამერიკული ჰოსპიტალის" მშენებლობა წელს დაიწყება.
უკვე ცნობილია, რომ ჰოსპიტალის ოპერატორი „ინოვა ჯანდაცვის სისტემა" იქნება, რომელიც ინტეგრირებული ჰოსპიტალების ქსელია და ვაშინგტონის უდიდეს ნაწილს ემსახურება.
ჰოსპიტალის მშენებლობისთვის 42 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება. პირველ ეტაპზე 80 საწოლზე იქნება გათვლილი და ისეთ სამედიცინო სერვისებზე გაკეთდება აქცენტი, რომელთა განვითარების დონე დაბალია და კვალიფიციური მომსახურების მისაღებად ქართველ პაციენტებს უცხოეთში გამგზავრება უწევთ.
ჰოსპიტალში JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები დაინერგება.
კლინიკა თბილისში 2018 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება.
საერთაშორისო სტანდარტების პროექტს ერთობლივად განახორციელებენ “თიბისი ჰოლდინგი”, “კონტი ჯგუფი“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss