| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Dolci - ახალგაზრდა მეწარმე გვანცა საბაშვილის საცხობია, სადაც ახალი და ნატურალური დონატები ცხვება.
გვანცამ საწყისი კაპიტალი USAID-ის დახმარებით მიიღო, მისო „კრისტალისგან“, 5700 ლარის თანადაფინანსებით.
დაფინანსების მოპოვებას წინ 3 თვიანი გადამზადების კურსი და პროექტის დაწერა უძღოდა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, პროექტმა გაამართლა, რადგან მოთხოვნადი პროდუქტია როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებშიც. ჯერ 2 კვირაა რაც გავხსენი და საკმაოდ წარმატებულია. იმედი გვაქვს მოიმატებს გაყიდვები“, - აღნიშნავს ახალგაზრდა სტარტაპი.
დონატები, ქართული (ფქვილი, კვერცხი და შაქარი) და თურქული (შოკოლადი, მოსართავები) ნედლეულით მზადდება, თითო 80 თეთრი ღირს, რეალიზაციის დღიური მაჩვენებელი კი, 120 ერთეულია.
საბაშვილი გაყიდვების მატებასა უნივერსიტეტში სწავლის დაწყებასთან ერთად ელის და მომავალში გორის სკოლის სასაუზმეების მომარაგებას გეგმავს, გეგმაშია ადგილზე მიტანის სერვისიც, მოპედის დახმარებით.
სამომავალო გეგმებში მაღაზიათა ქსელში შესვლა და 2 წელიწადში, სწრაფი კვების რესტორნის გახსნაა.
მეწარმე მიიჩნევს, რომ ბიზნესი გეგმის მიხედვით აუცილებლად განვითარდება და ამ პროცესებს მოთმინებით ელის. ახალგაზრდა სტარტაპს კვლავ „კრისტალის და yes georgia-ს მხარდაჭერის იმედი აქვს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss