ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ბაფეტი: ბავშვები, რომლებიც ამერიკაში ახლა იბადებიან, ისტორიაში ყველაზე იღბლიანი თაობაა
27 თებერვალი, 2017, 17:50
ბაფეტი: ბავშვები, რომლებიც ამერიკაში ახლა იბადებიან, ისტორიაში ყველაზე იღბლიანი თაობაა

თბილისი (GBC) - უორენ ბაფეტი ინვესტორებს მოუწოდებს არ დაკარგონ აშშ ეკონომიკის რწმენა, - მოწოდება ცნობილმა ინვესტორმა თავის ყოველწლიურ მიმართვაში გააკეთა, რომელსაც ყოველი წლის თებერვლის ბოლოს აქვეყნებს.

მილიარდერის წერილს მთელი Wall-Street მოუთმენლად ელოდა, რადგანაც ბევრისთვის ის სამომავლო ორიენტირების განსაზღვრის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

ბაფეტი  2016 წლის მიღწევებს  აშშ-ს ეკონომიკისთვის აფასებს, როგორც „სასწაულს", მისი ფონდის, Berkshire Hathaway-სთვის კი, წელი „ვარსკვლავური“ იყო.

წერს, რომ ბავშვები, რომლებიც ამერიკაში ახლა იბადებიან, ისტორიაში ყველაზე იღბლიანი თაობაა. პრეზიდენტი ტრამპი კი, მის წერილში საერთოდ ვერ მოხვდა, თუმცა ცალსახად მიანიშნა, რომ მის საიმიგრაციო პოლიტიკას იწუნებს. 

მილიარდერი წერს, რომ განსაკუთრებით წარმატებული იყო Apple-ში კაპიტალდაბანდება, რადგანაც ინვესტიციამ დივიდენდები მალევე მოუტანა. მისი ტრადიციული კრიტიკა შეეხო Wall-Street-ს და ჰეჯ-ფონდებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჰეჯ-ფონდების მენეჯერები პატიოსანი და შრომისმოყვარე ხალხია, მაგრამ მათი მუშაობის შედეგი  არასახარბიელოა, რაზეც 9 წლიანი გამოცდილებაც მეტყველებს. მენეჯერთა მიერ მიღებული კოლოსალური ხელფასები და ბონუსები, მათი მიღწეული შედეგების გათვალისწინებით არალოგიკურია“ – წერს ბაფეტი და მოუწოდებს ფინანსურ სამყაროს ამ პრაქტიკაზე ხელი აიღოს.

აღსანიშნავია, რომ ინვესტორი, რომელიც უკვე 86 წლისაა, წერილებს 1965 წლიდან წერს, - წლებთან ერთად ამ წერილებმა  საკულტო სტატუსი მოიპოვა.

28 გვერდიან წერილში უორენ ბაფეტი წერს, რომ იღბლიანი კაცია, რომ მას გაუმართლა, რადგანაც გარს შესანიშნავი პერსონალი, მაღალკვალიფიციური და ნიჭიერი საოპერაციო მენეჯერების გუნდი და ძალიან ბრძენი და გამოცდილი დირექტორატი ჰყავს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები