| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – “გაზპრომი” ევროპას გაზს 10% გაუძვირებს, - ამის შესახებ კონცერნის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრ მედვედევმა "ინვესტორთა დღეზე" განაცხადა.
მედვედევის თქმით, 2017 წელს, ევროპაში ექსპორტირებული გაზის საშუალო ფასი 180-190 აშშ დოლარამდე გაიზრდება 1000 კუბ. მეტრზე, 2016 წელს არსებული 167 აშშ დოლარიდან. ამასთან, აღნიშნა, რომ საკონტრაქტო პორტფელი მოიცავს ფასთა სხვადასხვა სისტემას, ამიტომ 2017 წლის ფასის პროგნოზირება ძველებურად მარტივი არ არის.
მედვედევმა აღნიშნა, რომ მიწოდების საშუალო ფასი, დსთ-ს ქვეყნებისა და ბალტიისთვის, 2016 წელს 152 აშშ დოლარი იყო.
შეგახსენებთ, გაზპრომმა გასული წლის ივნისში 200-დან 170 დოლარამდე დაწია ფასები ბუნებრივ აირზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულებით გაზპრომი 1000 კუბ. მეტრ ბუნებრივ აირს, საჭიროების შემთხვევაში, $215-ის ნაცლად, 185 დოლარად მოგვაწვდის, როგორც ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, „სოკარზე“ $1-ით ნაკლებ ფასად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss