| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „2017 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 10.5%-ით (71 519) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“ - ტურიზმის სტატისტიკა ეკონომიკის სამინისტროში წარადგინეს.
ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, 2 თვეში იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი გაატარეს საქართველოში, 294 001 შეადგინა, რაც 24.3%-ით (57 417) მეტია 2016 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე.
„ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო გახდეს ოთხსეზონიანი ტურიზმის მიმართულება და სწორედ იანვარ- თებერვლის მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო ვიზიტორები და ტურისტები აქტიურად ინტერესდებიან საქართველოს ზამთრის კურორტებით“ - განუცხადა მონაცემების წარდგენისას ქეთევან ბოჭორიშვილმა.
აღნიშნა, რომ 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩეოდნენ: გერმანია (+35%), პოლონეთი (+30%), ბულგარეთი (+29%) და საფრანგეთი (+19%). ასევე ზრდა ფიქსირდება გაერთიანებული სამეფოდანაც (+26%).
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+438%), უზბეკეთი (+211%), ინდოეთი (+129%), ისრაელი (+65%), ჩინეთი (+38%) და რუსეთი (+36%).
მინისტრის მოადგილემ მედიის წარმომადგენლებთან 2017 წლის თებერვლის თვის მონაცემებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს თებერვალში 368,010 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 7,608-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +2.1%), მათ შორის ტურისტების რაოდენობა 16,4%-ით 139,918 -მდე გაიზარდა.
„ეს ყველაფერი არის სწორი მარკეტინგული კამპანიის შედეგი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს. მთავრობა სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას და კონკრეტულ მიზნობრივ ბაზრებზე გასვლას. ასევე აღსანიშნავია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მიმდინარე სამუშაოები მთის კურორტების განვითარებისთვის. ასევე ხაზგასასმელი ფაქტორია დამატებითი ავიარესიები, რისთვისაც სახელმწიფო არაერთ კონკრეტულ ქმედებას ახორციელებს“ - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss