| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სებ-ის ექსპრეზიდენტი, სებ-ის და მასთან კოორდინირებული მთავრობის ანალიზის უნარიანობას აყენებს ეჭქვეშ. ის ლარზე, მეზობელი ქვეყნის ვალუტის გავლენის დამკვიდრებული „გაგების“ საპირისპირო ტრენდზე ამახვილებს ყურადღებას.
რომან გოცირიძე, თვეების განმავლობაში ლირის „ბრალეულობით“ ლარის გაუფასურების ცრუმტკიცების სამხილად თურქული ვალუტის კურსს იხმობს. ლირა ბოლო კვირის განმავლობაში უფასურდება, 3,56-იდან 3,64-ამდე დაეცა, ლარი კი მყარდება.
სებ-ის ოფიციალური გაცვლითი კურსის სტატისტიკით, თებერვალში ლარი 8.3%-ით გამყარდა, $1/2.7061₾-დან - $1/2.4828 ₾ ნიშნულამდე.
სებ-ის „თვის მიმოხილვით“ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იანვარში 2.2%-ით გაუფასურდა (2.6468-დან 2.7061-მდე). საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი,5.8%-ით, ნომინალური ეფექტური, 0.4%-ით გაუფასურდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss