| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს საგარეო ვაჭრობა როგორც ევროკავშირთან, ასევე დსთ-ს ქვეყნებთან გაიზარდა.
„საქსტატის“ ცნობით, იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 641 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 26 %- ით მეტია.
44%-ით გაიზარდა ექსპორტი 159 მლნ. აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 481 მლნ. აშშ დოლარი იყო, 21 %- ით მეტი, ვიდრე შარშან.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 % შეადგინა, მათ შორის ექსპორტშიც 28% და იმპორტშიც 28 %.
რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებს, მათთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მარტში 751 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 35 %-ით მეტი).
აქედან ექსპორტი 205 მლნ. აშშ დოლარი (59 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 546 მლნ. აშშ დოლარი იყო (27%- ით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 % იყო, მათ შორის ექსპორტში 36% და იმპორტში 32 %.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss