ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Golden Brand 2016  -  გავლენიანი ბიზნეს  დაჯილდოება და ორი ბიზნეს  ოსკარი ზედაზენს
24 აპრილი, 2017, 16:00
Golden Brand 2016  -  გავლენიანი ბიზნეს  დაჯილდოება და ორი ბიზნეს  ოსკარი ზედაზენს

თბილისი (GBC) -  ლუდსახარში „ზედაზენი“ Golden Brand 2016 -ზე ორი ჯილდოს მფლობელი გახდა. 

ჟიურიმ რჩეულ უცხოურ ლუდად Bavaria დაასახელა,  წლის  საუკეთესო  ენერგეტიკული სასმელის  ტიტული „ზედაზენის“ მიერ  წარმოებულმა  RC Cola -ს ბრენდმა   RED RAIN-მა მოიპოვა.

მსოფლიო  რეიტინგში მოწინავე  ბრენდების  Bavaria -ს  და  RC Cola -ს წარმოება „ზედაზენმა“  2016 წელს დაიწყო.  დროის უმცირეს მონაკვეთში  ორივე ბრენდი,  ადგილობრივი  ბაზრის ლიდერი გახდა.

„ზედაზენის მიერ   საერთაშორისო ბრენდების “Bavaria“ და  „RC Cola“ -ს  პოპულარიზაციისთვის მიღებული მარკეტინგული და პიარ  გადაწყვეტილებები საკმაოდ  ეფექტური  აღმოჩნდა.  ვერაფერს  შევძლებდით  რომ არა  თავად ბრენდის  ხარისხი. ეს არის  ჩვენი წარმოების კიდევ  ერთი,   სახალხო, აღიარება, რომელიც  ძალიან ძვირფასია  ჩვენთვის. მომხმარებელი არის   პირველი  დამკვეთი და  პირველი შემფასებელი  ჩვენი საქმიანობის. არასდროს  დავიღლებით  მათთვის ხარისხიანი პროდუქციის  და სიახლეების  შეთავაზებით.  ჩვენ და   ჩვენი პროდუქციის  მომხმარებლებმა ერთად  დავიმსახურეთ ეს  ჯილდო“ - აღნიშნა  ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.

რიგით მეთორმეტე, 2016 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების „Golden Brand 2016“  ცერემონიალზე 100-ზე მეტი წამყვანი კომპანია იყო წარდგენილი.

კომპანია Global Idea -ს და The FINANCIAL -ს მიერ  ორგანიზებულ  ცერემონიალზე გამარჯვებულის  ტიტული  40-მდე კერძო კომპანიამ და სამინისტრომ მოიპოვა. გამარჯვებულები 150-ზე მეტმა ექსპერტმა გამოავლინა. ღონისძიების მიზანი ქართული და საქართველოში მოღვაწე უცხოური ბიზნესკომპანიების მხარდაჭერა და წახალისებაა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები