| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – cnick.ge-ზე გაყიდვები 27 აპრილიდან დაიწყება, 18:00 სთ-ზე, ტექნოპარკში მისი პრეზენტაციის შემდეგ. პირველი თვის განმავლობაში მომხმარებელი ფასდაკლების შეთავაზებებს მიიღებს.
ჭკვიანი ბეჭედი - „ქნიქი“ ეგზოტიკური ხისგან დამზადებული პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური სამომხარებლო პროდუქტია. მას სხვადასხვა დაწესებულების საშვი ემაგრება და ყველგან შეიძლება მისი გამოყენება სამსახურში, სასწავლებელში, სპორტულ კლუბში. ბეჭედს კინოს, თეატრის კონცერტის და სხვა ღონისძიებებიც ემაგრება.
„ქნიქის“ მეშვეობით შესაძლებელია, მხოლოდ ერთი ხელის მოძრაობით სხვადასხვა შენობაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შესვლა.
ჭკვიანი ბეჭდის აპლიკაციით შესაძლებელია ანდროიდის ტიპის ტელეფონიდან საკონტაქტო მონაცემების, ლინკების, ტექსტების ან სხვა ნებისმიერი მცირე ზომის ინფორმაციის ჩაწერა და სხვა ტელეფონზე, ერთი ხელის შეხებით, აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება.
„კნიქი“ინახავს მფლობელის სამედიცინო ინფორმაციას. მას აქვს ასევე, ანდროიდის სმარტფონის განბლოკვის, ფანრის გახსნის, მაღვიძარას დაყენებისა და სხვა მრავალი ფუნქცია.
ბეჭდის შეკვეთისას, მომხმარებელს თავად შეუძლია ფერების შერჩევა, ძვირფასი ქვის ზოლის და გრავირების დამატება.
„ქნიქი“ „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული კომპანიაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss