ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კა დე ვე ჯორჯია ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში 81 მილიონს ჩადებს
4 მაისი, 2017, 11:27
კა დე ვე ჯორჯია ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში 81 მილიონს ჩადებს

თბილისი (GBC) - გარდაბანში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსმა ლადო კილასონიამ განუცხადა.

მისი თქმით, გამარჯვებული კომპანია შპს „კა დე ვე ჯორჯია“ 81 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და თბილისის მასშტაბით არსებული მყარი ნარჩენების გადამუშავებას სრულად შეძლებს.

"ერთი თვის ფარგლებში  გადაწყდება (ქარხნის) მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ყველა დეტალი.  ქარხნისთვის გამოყოფილია „თბილსერვის“ ჯგუფის ტერიტორია გარდაბანში. პოლიგონის ტერიტორიაზე აშენდება ქარხანა. სულ 50 ჰექტრამდე ტერიტორიაა, საიდანაც ქარხნისთვის საჭიროა 15 ჰექტარი, თუმცა ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი სასაწყობე ფართებისთვის იქნება განკუთვნილი", - განაცხადა  კილასონიამ.

ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია არანაკლებ 81 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობისთვის გათვალისწინებულია ერთწლიანი პერიოდი.

საშუალო მონაცემებით, ქარხანა დღიურად 1000 ტონა ნარჩენის გადამუშავებას შეძლებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები