| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აქციზის მკვეთრ ზრდას ნავთობპროდუქტების იმპორტზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, აპრილში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 96,0 ათასი ტონა, რაც 12,4 ათასი ტონით ანუ 14,8%-ით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს და 8.9 ათასი ტონით ანუ 10,2%-ით მეტია 2016 წლის აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
მათ შორის, 2017 წლის აპრილში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 59,3 ათასი ტონა.
მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კვლავ რუმინეთია, ამ ქვეყნიდან 29.6 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა, მთელი იმპორტის 30.8%.
მეორე პოზიციაზეა აზერბაიჯანი, 23.5 ათასი ტონით(24,5%), მესამეზე თურქმენეთი - 16.6 ათასი ტონით (17,3%).
შემდეგ პოზიციებზე არიან: ბულგარეთიდან - 14.0 ათასი ტონა (14,6%), რუსეთიდან - 8.1 ათასი ტონა (8,4%), საბერძნეთიდან - 3,5 ათასი ტონა (3,6%), უკრაინიდან - 0,6 ათასი ტონა (0,6%) და სხვ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss