ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
სავაჭრო პლატფორმა ჟუმორი საქართველოში შემოსვლას განიხილავს
16 მაისი, 2017, 10:47
სავაჭრო პლატფორმა ჟუმორი საქართველოში შემოსვლას განიხილავს

თბილისი (GBC) - ჩინური კორპორაცია „ჟუმორი“ საქართველოში შემოსვლას განიხილავს.

„ჟუმორის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ  საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები მნიშვნელოვნად ვითარდება, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოში საქმიანი ურთიერთობებისთვის.

სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ  სავაჭრო პლატფორმის მიერ საქართველოში ბიზნესის დაწყება  მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი კერძო სექტორისთვის, რათა მათ გაუადვილდეთ საერთაშორისო ბაზრების საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების გატანა, ასევე, ბიზნესპარტნიორების მოძიება.

შეხვედრაზე ლუ ჰონშანმა აღნიშნა, „ჟუმორის“ შემოსვლით ქართველ მეწარმეებს ექნებათ ერთიანი პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესთან დასაკავშირებლად და საქმიანი ურთიერთობების გასავითარებლად.

აღსანიშნავია, რომ „ჟუმორი“ მსოფლიოში პირველი E4B (ეკოსისტემა ბიზნესისთვის) საერთაშორისო ელექტრონული სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც გაერთიანებულია ელექტრონული კომერცია და სხვადასხვა ბიზნესშეთავაზება. კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს 126 ქვეყანასთან, მათ შორის, G20-ის ქვეყნებთან, აგრეთვე „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სახელმწიფოებთან. პლატფორმის წლიური ბრუნვა 2017 წლისათვის 800 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები