ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Aerosmith-ის კონცერტისთვის საქართველოს რკინიგზამ 2 მატარებელი დანიშნა
17 მაისი, 2017, 13:28
Aerosmith-ის კონცერტისთვის საქართველოს რკინიგზამ 2 მატარებელი დანიშნა

თბილისი (GBC) - Black Sea Arena -ზე ჯგუფ “Aerosmith” კონცერტზე დასწრების მსურველთათვის "საქართველოს რკინიგზამ" თბილისიდან - ბათუმის მიმართულებით, 2 STADLER-ის ტიპის მატარებელი დანიშნა. 

ამასთან ერთად, კომპანიის ცნობით,  საქართველოს რკინიგზა  ბათუმი-ქობულეთი-ურეკის და უკუ მიმართულებით ნიშნავს მატარებლებს, რომლებიც ამ მარშრუტზე შემდეგი გრაფიკით იმოძრავებენ:

კენტ რიცხვებში: მატარებელი 7001 ბათუმიდან გავა 16:00, ქობულეთში იქნება 16:18-16:21, ხოლო ურეკში ჩავა 16:46. სამგზავრო მატარებელი №7003 ბათუმიდან გავა 18:10 ქობულეთში იქნება 18:28-18:31, ურეკში ჩავა 18:56. მატარებელი №7005 ბათუმიდან გავა 21:30, ქობულეთში ჩავა 22:01-22:04, ურეკში იქნება 22:22.

ლუწ რიცხვებში: მატარებელი №7002 ურეკიდან გამოვა 17:05, ქობულეთში იქნება 17:27-17:31, აღნიშნული მატარებელი ბათუმში ჩავა 17:50. მატარებელი №7004 ურეკიდან გავა 19:35 ქობულეთში იქნება 20:05-20:09, ბათუმში ჩავა 20:27. სამგაზვრო მატარებელი №7006 ურეკიდან გავა 0;15, ქობულეთში ჩავა 0:39-0:43 და ბათუმში იქნება ღამის 1:01.

აღნიშნულ სამგზავრო მატარებლებზე ბილეთის ღირებულება ბიზნეს კლასისთვის შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზარობის საფასურია 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა შესაძლებელია 6 ლარად. I და II კლასით მგზავრობისას ბავშვებზე მოქმედებს შეღავათიანი ტარიფი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები