| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- „საქართველოს ბანკის“ მიერ 500 მილიონი ლარის ბონდების განთავსებას პირველი ვიცე-პრემიერი ისტორიულ დღეს უწოდებს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბანკის მენეჯმენტის მიერ გაწეულ დიდ სამუშაოზე განაცხადა და აღნიშნა, რომ არ არის მარტივი დაარწმუნო კერძო სექტორი, მით უფრო უცხოეთში, ენდონ შენი ქვეყნის ვალუტას, ქვეყნას და ამ ქვეყანაში კომპანიას.
„გადაჭარბების გარეშე, გუშინ იყო ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. გუშინ საერთაშორისო ინვესტორებმა ჩვენს ისტორიაში პირველად, გამოუცხადეს ნდობა, როგორც კორპორაციულ სექტორს ასევე ქვეყანას“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მან ობლიგაციების განთავსების ჯაჭვზეც ისაუბრა, თქვა, რომ ლარში ფასიანი ქაღალდების შესაძენად უცხოელმა ინვესტორებმა დააკონვერტირეს მათ ხელთ არსებული ვალუტა, ასესხეს საქართველოს ბანკს, რომელიც მოზიდულ რესურსს ქართულ ეკონომიკაში დააბანდებს.
„იხსნება ერთ-ერთი დიდი, ლარის რესურსის არსებობის პრობლემა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ სხვა კომპანიების მიერ ლარის ბონდების გამოშვებაც მოხდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss