ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბავშვთა სამყაროში  ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს  
31 მაისი, 2017, 11:29
ბავშვთა სამყაროში  ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს  

თბილისი (GBC) – „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს, - ამის შესახებ სააქციო საზოგადოების იურისტმა,  ვაჟა მაისურაძემ GBC-ს მომზადებულ დასკვნებზე დაყრდნობით განუცხადა.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და შსს -ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნებს კომპანიის აქციონერებს 29 ივნისს წარუდგენენ. მაისურაძე ამბობს, რომ დახურული შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა აქციონერებმა დასკვნების გასაჯაროება გადაწყვიტონ.

„ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზეა გამოძიება დაწყებული და დასკვნებიც ამას აჩვენებს“, - ამბობს მაისურაძე და აღნიშნავს, რომ მათ გარკვეული ეჭვები აქვთ ვის ინტერესში შედიოდა კომპანიის დაზარალება, თუმცა გამოძიების დასრულებას ელიან. 

იურისტი ამბობს, რომ ამ ხანძარმა ყველაზე მეტად აქციონერები დააზარლა. დაზღვევისგან ზარალის ანაზღაურება კი ხანგრძლივი პროცესია, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აქციონერთა კრებაზე კომპანიის 2016 წლის ფინანსურ ანგარიშსაც განიხილავენ, ასევე იმსჯელებენ  განვითარების პერსპექტივაზე, ფინანსების მოზიდვასა და გრძელვადიან ინვესტიციებზე.

კრების დღის წესრიგშია გასული წლის მოგების განაწილებაც. „სავაჭრო სახლმა ბავშვთა სამყარომ“ 2016 წელი 1.31 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანიის აქტივები 2016 წლის ბოლოს  8 მლნ ლარით იყო შეფასებული, მათ შორის ძირითადი საშუალებები 7.1 მლნ ლარით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები