| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2017 წლის მაისში საქართველოში 6.6%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც 2011 წლის აგვისტოდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
წინა თვესთან შედარებით კი, ინდექსი არ შეცვლილა.
ბოლო 1 თვეში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5%-ით, მათ შორის, სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1,1 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით. ფასები 15.5%-ით არის მომატებულია დაზღვევის ქვეჯგუფზე.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაიაფდა, ჯამში 0.4%-ით.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას. ფასები 8,3 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. მათ შორის, ბოსტნეული და ბაღჩეული 30,3% -ით გაძვირდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -11,3 %-ით, რძე, ყველი და კვერცხი - 10,1% -ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 8%-ით,
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,5 პროცენტით. ალკოჰოლური სასმელები დათამბაქოს ჯგუფი 15%-ით გაძვირდა.
6.7% -ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები. მათ შორის სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ფასები 16,8%-ით და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 5,3% -ით გაძვირდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss