| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 5 ივნისი საკმაოდ დატვირთულია მოვლენებით, რომელიც რადიო „თანამგზავრმა“ გაიხსენა:
5 ივნისი გაეროს მიერ ბუნების დაცვის დღედ არის აღიარებული, ასევე რამდენიმე ქვეყანაში განსაკუთრებული დღეა:
აზერბაიჯანი: მელიორატორის დღე; დანია: კონსტიტუციისა და მამის დღე (ნაციონალური დღე); ირლანდია: ივნისის დღესასწაული; ყაზახეთი: ეკოლოგის დღე; კოლუმბია: მადლიერების დღე; სეიშელის კუნძულები: განთავისუფლების დღე; ბელარუსი: ეფროსინია პოლოცკაიას ხსოვნის დღე;
ეს დღე ისტორიაში სხვა მოვლენების გამოც შევიდა:
1783 : ძმებმა მონგოლფიერებმა მშობლიურ ქალაქ ანონეში (საფრანგეთი) 500 მეტრის სიმაღლეზე გაუშვეს პირველი საჰაერო ბურთი;
1806 : ლუი ბონაპარტმა გამოაცხადა ჰოლანდიის სამეფოს შექმნა;
1849 : დანიაში გამოცხადდა კონსტიტუციური მონარქია;
1873 : ინგლისის დაჟინებული მოთხოვნით გაუქმდა მსოფლიოში ყველაზე დიდი მონათა ბაზარი ზანზიბარში;
1953 : აშშ-ს სენატმა უარყო ჩინეთის წევრობა გაეროში;
1967 : ახლო აღმოსავლეთში დაიწყო 6 დღიანი ომი ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის;
1968 : კალიფორნიაში წინასწარ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მძიმედ დაიჭრა და მომდევნო დღეს გარდაიცვალა სენატორი რობერტ კენედი. მკვლელი სერხან ბიშარა სერხანი პოლიციამ ადგილზე დააკავა;
1977 : გაყიდვაში გამოვიდა პირველი პერსონალური კომპიუტერი Apple II.
1981 : აშშ-ს დაავადებათა კონტროლის მეცნიერებმა პირველად იქნა აღმოჩენილი და აღწერილი ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომის ვირუსი (შიდსი);
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss