| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კატარის კრიზისი მწვავდება - ეგვიპტემ კატარის ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. BBC-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ დღეს ამავე გადაწყვეტილებას მიიღებს საუდის არაბეთი და ბაჰრეინი.
ეგვიპტის მთავრობის ცნობით, საჰაერო სივრცე კატარული თვითმფრინავებისთვის გრინვიჩის დროით, დილის 4 საათიდან დაიხურა. დოჰაში ქაოსს ელიან, ვინაიდან ის ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანზიტო პუნქტია და პრობლემებს უქმნის Qatar Airways-ს, Etihad Airways-ს და Emirates-ს.
კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" კი განუცხადა, რომ ქვეყანას რჩება წვდომა საერთაშორისო საზღვაო და საჰაერო გზებთან.
მუჰამედ აბდერაჰმან ალ თანი ამბობს, რომ კატარი არ მიიღებს საპასუხო ზომებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში და მიიჩნევს, რომ "უთანხმოება მონათესავე ქვეყნებს შორის დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს".
6 ქვეყანამ კატართან დიპლომატიური კავშირი ორშაბათს გაწყვიტა, ქვეყანას სპარსეთის ყურის რეგიონში ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, რის გამოც კატარის მოქალაქეებს 2 კვირა აქვთ დატოვონ ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.
Gulfnews.com-ის ცნობით, ომანს და ქუვეითს საკუთარი პოზიცია ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებიათ.
რაც შეეხება ავიამიმოსვლას - დუბაის ავაიკომპანია Emirates-მა პარტნიორებს უკვე აცნობა რომ კატარში რეისები შეაჩერა. ფრენა შეწყვიტა ავაიაკომპანაი Etihad-მა, Flydubai-იმ და Air Arabia-მ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის უმსხვილეს გადამზიდავს Qatar Airways-ს ჯერ კიდევ არ განუცხადებია, რა გეგმა აქვს და როგორ აპირებს რეისების შესრულება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საუდის არაბეთში რეისები გააჩერა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss